საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ბოლნისის, ვანის, ზესტაფონისა და ყაზბეგის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევაში მონაწილეთა განცხადების მიღება 20 მაისს დასრულდება.
ბოლნისის, ვანის, ზესტაფონისა და ყაზბეგის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები (კანდიდატის განცხადება; ავტობიოგრაფია; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; დიპლომი ან შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.) 2010 წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, #1; ტელ.: (995 32) 372801; 374925; 373925; 382846; ფაქსი: 372801; ელ. ფოსტა: hr@archives.gov.ge).
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: ჰტტპ://წწწ.არცჰივეს.გოვ.გე/.