პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიას 2 ახალი წევრი დაემატა. მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია და ფილოსოფოსი, პროფესორი ზაზა ფირალიშვილი კომისიის ახალი წევრები იქნებიან. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გამოიცა.
კომისიის დანარჩენი წევრები კი არიან: ზვიად ქორიძე, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა; ლია მუხაშავრია, იურისტი; ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი, მწერალი; რევაზ კიკნაძე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; კონსტანტინე ჯანდიერი, მწერალი; უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი; გივი შაჰნაზარი, მწერალი; მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).