უკრაინის პარლამენტმა არსენი იაცენიუკის მთავრობის გადადგომას მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, 226 დეპუტატის ნაცვლად ხმა 194-მა მისცა. კანონმდებელი მიემხრო.
მთავრობის გადაყენების ინიციატორი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერი, იური ლუცენკო იყო.
პრემიერსა და გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტმაც. მიზეზად, პეტრო პოროშენკომ, მთავრობის შემადგენლობის განახლებისა და მის მიმართ ნდობის აღდგენის აუცილებლობა დაასახელა.
პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ, თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა. უკრაინული მედია მის სავარაუდო შემცვლელებს შორის დავით საყვარელიძის კანდიდატურასაც ასახელებს.
უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, ინიციატივის კიდევ ერთხელ განხილვის უფლება უმაღლეს რადას ახალ სესიამდე, სექტემბრამდე არ ექნება.