„არასდროს თქვა არასდროს“, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გადაცემა ”არჩევანში” მის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ დასმულ კითხვას.
„არსებობს ასეთი ცნობილი გამოთქმა, - თუ გინდა რომ ღმერთი გააცინო, საკუთარ გეგმებზე უნდა ესაუბრო. არა მაქვს ამ წუთში გრძელვადიანი გეგმები. შემიძლია, გითხრათ, რას ვაპირებ მოკლე ვადაში. მე მაქვს ვალდებულება რამდენიმე ქვეყანასთან და ვიქნები მიწვეული ლექტორი. პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გეგმა ამ წუთში არა მაქვს, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, არასდროს თქვა არასდროს,“ - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.