სტანდარტი განკუთვნილია იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების აქტივობაში. ამჟამად სტანდარტში ჩართულია მსოფლიოს 67 სახელმწიფო. სტანდარტი მოიცავს ძირითადად რეალური, ფისკალური, ფინანსური და საგარეო სექტორების მონაცემებს.
სტანდარტში მონაწილეობას დიდ ყურადღებას აქცევენ ინვესტორები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სინვესტიციო პოტენციალის ამაღლებისთვის და ზოგადად, ქვეყნის მიმართ ნდობის დამკვიდრებისთვის. საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციები (S&P. Fitch, Moodys), ქვეყნების შეფასებისას ყურადღებას აქცევენ SDDS-ში ქვეყნების მონაწილეობას.
SDDS-ში მონაწილეობა არსებითად ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს სასესხო ვალდებულებების გამოშვებისას. სტანდარტების გამოყენება დაახლოებით ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას. გარდა ამისა, საგარეო ვალის რესტრუქტურიზებისას პარიზის კლუბის წევრი ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტანდარტში დებიტორი ქვეყნის მონაწილეობას.
მონაცემებს სტანდარტით დადგენილი პერიოდულობით და ვადებში გაავრცელებენ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტში მონაწილეობა სასარგებლო იქნება როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე მის განხორციელებაში უშუალოდ ჩაბმული უწყებებისთვის.
სტანდარტის მოთხოვნების დაცვა დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის შემდგომ სრულყოფაზეც და რაც მთავარია, პოზიტიური სიგნალი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინვესტორებისათვის.