დღეს, 18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"გრიგოლ ვაშაძე ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს დალია ბრიბაუსკაიტეს შეხვდება, შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და ჩრდილო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხები განიხილება. ასევე, როგორც იცით შექმნილია საქართველოს მეგობართა ახალი გუნდი, რომლის ინიციატორიც სწორედ ლიტვა იყო. ვაშაძის ვიზიტის ფარგლებში ქართულ და ლიტვურ მხარეს შორის ამ ფორმატში მოლაპარაკების გამართვაც იგეგმება", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ლიტვაში ოფიციალურ ვიზიტს 20 მაისს დაასრულებს და შემდეგ მალტაში გაემგზავრება სადაც მაღალ დონის შეხვედრების გამართავს.