საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში გაიმართა ერთდღიანი ტრეინინგი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკასა და ადვოკატთა დისციპლინური წარმოების საკითხებზე.
ტრეინინგის მონაწილეები გაეცნენ პროფესიული ეთიკის საკითხებს, დანიშნულებას და სტანდარტებს, მიიღეს მონაწილეობა კაზუსთა განხილვასა და შეფასებებში, დისკუსიაში; გაეცნენ ევროპულ და ამერიკულ ხედვას პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპებისადმი; ასევე მიიღეს ინფორმაცია ეთიკის კომისიის მუშაობის შესახებ.
ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო (ევროპული და ამერიკული) და ადგილობრივი ნორმები ადვოკატთა პროფესიული ეთიკის შესახებ. ტრეინინგს ექსპერტი გიორგი ტურაზაშვილი უძღვებოდა.
ადვოკატთა ასოცოაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ტრენინგი დაეხმარება ადვოკათა კორპუსს, დაუახლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ ევროპულ და ამერიკულ ნორმებს და აქტიურად გამოიყენონ საადვოკატო პრაქტიკაში.
საქართველოს ადვოკატთა სოციაცია, უკვე ორი წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს პროფესიული ეთიკის საკითხებში.