საქართველოს პრეზიდენტმა მხიეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ-ტაიპ ერდოღანი "ოქროს საწმისის" ორდენიოთ დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ერდოღანს ჯილდო ბათუმში გადასცა, სადაც ერდოღანი დღეს ჩავიდა.
მისი თქმით, ერდოღანი დიდ საქმეს აკეთებს, როგორც თურქეთისთვის და საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.
"მინდა ვუთხრა დიდი მადლობა თურქეთის პრემიერ-მინიტრს. დღეს მან დიპლომატიური გმირობა ჩაიდინა, რომელიც ისტორიაში შევა. ყველანი ვნერვიულობდით, მოასწრებდა თუ არა იგი დღეს ბათუმში ჩამოსვლას, ვიცი რომ დაღლილია~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველა ჩვენგანის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.
"პატარა ქვეყნებისთვის ესაა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. პრაქტიკულად წლების თიტქმის უიმედო სიტუაცია იყო. ბრაზილიის პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ თეირანში და მათ პრაქტიკულად გადაარჩინეს და შემოაბრუნეს ვითარება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს დიდი დიპლომატიული გამარჯვებაა ირანისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის და მსოფლიოსთვის, თურქეთისთვის და მათ შორის საქართველოსთვის.