საქართველო ცდილობს თურქეთის ეკონომიკას დაეწიოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა.
მისი თქმით, მიუხადავად მსოფლიო კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა წელს სოლიდურად იზრდება.
"ვცდილობთ, დავეწიოთ თურქეთის ეკონომიკას, რომელიც ძალიან კარგად იზრდება და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთის წარმატება არის საქართველოს წარმატება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მან საქართველოს რეიტინგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა.
პრეზიდენტმა ბათუმში სიტყვით გამოსვლისას სასტუმრო "შერატონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "შერატონის" ავტორი წარმოშობით ქართველი, თურქეთის დიდი პატრიოტი ნურეთინ ჩარლიხია.
პრეზიდენტმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მას საქართველო-თურქეთის საზღვარზე ადრე არსებული პროჟექტორი სიმბოლურ საჩუქრად გადასცა.