საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ-ტაიპ ერდოღანს თანამშროლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტი სიტყვით ბათუმში გამოვიდა, სადაც თურქეთის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე საათის წინ სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
სააკაშვილის თქმით, 6 წლის წინ, როდესაც იგი თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის შორის უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა იარესებებდა და ეს სიტყვა შესრულდა კიდეც.
"მან თქვა, რომ იქნებოდა ერთობლივი აეროპორტი, ეს სიტყვაც შესრულდა. ბათუმის აეროპორტი არის ქართულ-თურქული აეროპორტი საქართველოს ტერიტორიაზე~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველო-თურქეთის საზღვარს 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი კვეთს. დაგეგმილია სასაზღვრო პუნქტების გაერთიანებაც.
"ბევრ ლიდერთან მქონია კარგი ურთიერთობა. საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს მჭიდრო ურთოერთობა, მაგრამ მთელი ევროპისთვის და რეგიონისთვის მაგალითია, როგორ თანამშრომლობს თურქეთი საქართველოსთან", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ერდოღანის დიდი დამსახურებაა.