საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქე დ. შაბურიშვილსა და სს "თელასს" შორის არსებული დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სს "თელასის~ მიერ აბონენტზე 1999 წლიდან 2005 წლამდე პირობითად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის ოდენობა 548 ლარი უსაფუძვლოდ ცნო. ასევე, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა მოქალაქე ა. ფარცხალაძესა და სს "თელასს~ შორის არსებული დავა, საკითხის განხილვის შედეგად აბონენტს ჩამოეწერა დავალიანება 763 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოქალაქე ე. ჭუმბურიძესა და სს "თელასს~ შორის არსებულ დავას, რომელიც შეეხება სს "თელასის~ მიერ 2000-2003 წლებში პირობითად დარიცხულ დავალიანებას, კომისიამ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოთხოვნა ხანდაზმულად ჩათვალა და აბონენტს დავალიანება ჩამოაწერა.
ინდმეწარმე ვახტანგ ყურაშვილზე სს "ენერგო-პრო ჯორჯიას~ მიერ განხორციელებული დარიცხვა 21-თვიან პერიოდზე კომისიამ 2007 წლის 10 სექტემბრიდან ცდომილებით აღრიცხვის დაწყების დაუსაბუთებლობის გამო უსაფუძვლოდ მიიჩნია. კომისიამ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას~ დაავალა შეიტანოს ცვლილება აბონენტის პირად ბარათზე და ჩამოაწეროს მას ზედმეტად დარიცხული ელექტროენერგიის საფასური.
კომისიამ იმსჯელა შპს "აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციის~ მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადზე, რომელიც კომპანიამ სემეკში მიმდინარე წლის 10 სექტემბერს წარმოადგინა და მოითხოვა მოქმედი წარმოების ტარიფის გაზრდა 11,44 თ/კვტ.სთ-მდე, რაც დღევანდელი ვალუტის კურსით შეადგენს 6,8 ცენტს კვტ.სთ-ზე. წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის განხილვის შემდეგ კომისია არ დაეთანხმა შპს "აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციას~ მოთხოვნას ტარიფის გაზრდის თაობაზე და მისი ტარიფი _ 8,75 თეთრი/კვტ. სთ.-ით განისაზღვრა.