აჭარაში H1N1 -ის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 66 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 29 იანვარს მოათავსეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დღეს ლეტალური შედეგი დადგა.
"გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 305-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 127 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 13 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 72 ნიმუში, მათ შორის 48 შემთხვევაში დადასტურდა A/H1პ. 5 პაციენტი გარდაიცვალა, 40 პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა", - აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.