იაპონელი ამერიკელი და ნიდერლანდელი მეცნიერების ჯგუფმა სიმელოტის მიზეზი განსაზღვრა. ამის შესახებ საუბარია Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას, მათ ყურადღება მიაქციეს, რომ ასაკთან ერთად ხდება თმის ფოლოკულის ცალკეული უჯერედების შემცირება, რაც თმის საფარის არეალის შემცირებას იწვევს. მათ მიერ განისაზღვრა რომ აღნიშნულის მიზეზს გენი COL17A1 წარმოადგენს.
COL17A1 ახდენს ცილების კოდირებას, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერებათა ტრანსპორტირებას უჯრედოვან მემბრანაში და ასევე, პასუხისმგებელია ადამიანის გარეგნობის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.