რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ბულატ ნურგალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს თანათავმჯდომარეებმა განიხილეს "ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ვიზიტი სოხუმში, თბილისსა და ცხინვალში. ისაუბრეს ასევე 8 ივნისს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზეც", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.