პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, თუმცა კვორუმი მაინც არ შედგა და პლენარული სხდომა ჩაიშალა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომა მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სხდომას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩის“ წევრები, რომლებმაც რეგისტრაცია არ გაიარეს.
კვორუმისთვის საჭიროა რეგისტრაცია გაიაროს 76-მა დეპუტატმა.