პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იხსნება. სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. დეპუტატების მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კვორუმისთვის ერთი დეპუტატი აკლდა.
რამდენიმე წუთში, განმეორებითი რეგისტრაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზს კიდევ რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდა.
ამჯერად განმეორებითი რეგისტრაციისთვის ნახევარი საათი გამოცხადდა.
ცნობისათვის, კვორუმისთვის საჭიროა რეგისტრაცია გაიაროს 76-მა დეპუტატმა.