"სახალხო ფორნტის" გამგეობის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე თბილისის მერის არჩევნებში მხარს "მრეწველების" კანდიდატს გოგი თოფაძეს უჭერს. ამის შესახებ მან განცხადება დღეს გააკეთა.
მისი თქმით, თოფაძე კარგი მენეჯერი და გამოცდილი ადამიანია. "იგი გამოცდილი, ფხიზელი და პატიოსანი ადამიანია. სრული გარანტია მაქვს, რომ თუ გოგი თოფაძე თბილისის მერი გახდება, იმუშავებს იმ მიზნით რომ თბილისის საქმე კარგად წაიყვანოს", - განაცხადა ნათაძემ.
აღნიშნული განცხადება "სახალხო ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარემ მრეწველების ოფისში გააკეთა. თოფაძემ მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.