გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს.
კენჭისყრაში საკრებულოს 15 წევრიდან რვამ მიიღო მონაწილეობა, შვიდმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კენჭისყრაში მონაწილე რვა დეპუტატიდან რვავემ დადებითი პოზიცია დააფიქსირა, რის შედეგადაც გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვალა.