რუსული კომპანია "ტექნოლოგია" მობილური კავშირის ცენტრებში ტურისტული სიმ-ბარათების SimTravel-ის გაყიდვას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
აღნიშნული სიმ-ბარათების გამოყენება აბონეტებისთვის მნიშვნელოვნად შეამცირებს მობილური კავშირის ხარჯებს და საზღვარგარეთ ყოფნისას კომფორტს შეუქმნის.
შიმთრაველ სპეციალური სიმ-ბარათია საერთაშორისო ნომრით, იგი მსოფლიოს 180 ქვეყნაში მოქმედებს. ბარათის მოქმედების ვადა შეზღუდული არ არის. იგი შესაძლებლობას იძლევა 70 ქვეყნაზე მეტში ზარები აბონენტმა უფასოდ მიიღოს და ბევრ სხვა ქვეყანაში ზარების განხორციელებისას მნიშვნელოვანი, 85 პროცენტმადე ეკონომია გააკეთოს.
სხვადასხვა ღირებულებისა და მომსახურების მიხედვით უკვე შემუშავებულია სიმ-ბარათის სამი ვარიანტი.
"ტექნოლოგია" 2004 წელს დაფუძნდა. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება SimTravel-ია - საერთაშორისო სიმ-ბარათების რეალიზაცია. SimTravelL რუსეთის ტერიტორიაზე, დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ტურისტული სიმ-ბარათების გაყიდვის მხრივ ლიდერია. SimTravel-ის მომსახურების ზონა 180 ქვეყანაზე ვრცელდება. გარდა რუსეთისა, პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ისარელში, მოლდოვეთში და სხვა ქვეყნებში,