ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კონკრეტული კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებების გადახედვას აგრძელებს. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, დაინტერესება ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია და თითოეულ ხელშეკრულებაზე და კონტაქტზე ინდივუდალური მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, სამინისტროში განცხადებების მიღება კომპანიების მხრიდან კვლავ გრძელდება.
ინვესტორებმა, რომლებმაც კრიზისის გამო ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს, მთავრობას მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე უნდა მიმართონ.
კანონში უკვე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მთავრობა ითვალისწინებს 2009 წლის ეკონომიკურ კრიზისს და კომპანიებისთვის, რომელსაც ამის გამო პრობლემები შეექმნა და განსაზვრულ ვადაში, განსაზღრული ინვესტიციის განხორციელება ვერ მოახერხა, ვალდებულებების კორექტირებას მოახდენს.