გასული წლის ბოლოს საქართველოს საგარეო ვალმა წლიური ზღვრული მოცულობის 96,17 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშზე კონტროლის პალატის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2009 წლის ბოლოსთვის არა უმეტეს 6 256 800 000 ლარით იყო გასაზღვრული, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად იგი 21,6 პროცენტით ანუ 7 610 300 000 ლარამდე გაიზარდა.
2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კი სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთის ფაქტობრივი მოცულობა 5 700 554 000 ლარს შეადგენდა, რაც წლიური ზღვრული მოცულობის 96,17 პროცენტია.
აქედან, 3 908 524 000 ლარი მრავალმხრივი კრედიტორებისაგან, 938 910 000 ლარი ორმხრივი კრედიტორებისაგან, 10 219 000 ლარი სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები, ხოლო 842 900 000 ლარი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება იუო.
რაც შეეხება საშინაო ვალს, სახელმწიფო საშინაო ვალის ზღვრულმა მოცულობამ, რომელიც კანონით 1 682 900 000 ლარით იყო განსაზღვრული, 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფაქტობრივად 1 682.4 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ბანკისთვის განკუთვნილი ერთწლიანი ყოველწლიურად განახლებადი სახელმწიფო ობლიგაცია 640 846.0 ათასი ლარი; სხვადასხვა ვადის მქონე სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციბისათვის - 107 000.0 ათასი ლარი; სახაზინო ვალდებულებების ემისიით მიღებული სახსრები - 259 500.0 ათასი ლარი, ე.წ. "ისტორიული ვალები" - 675 070.0 ათასი ლარი.
უცხოური კრედიტებითა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემული სესხების ძირითადი თანხის სახით რიცხული ვალდებულება 2009 წლის 31 დეკემბრისთვის, შესაბამისად 368 109.9 ათას ლარს და 42 032.8 ათას დოლარს შეადგენსა.
უცხოური კრედიტებით გაცემული სახსრებიდან, 2009 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტში 29 798.84 ათასი ლარი დაბრუნდა.