საქართველოდან საზღვარგარეთ მიმდინარე წლის აპრილში 6.5 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული წლის აპრილში აღნიშნული მონაცემი 5.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოდან თანხის გადაგზავნისას, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის "Western Union" ყველაზე პოპულარულია, ამ სისტემით მთლიანი გზავნილების 45 პროცენტზე მეტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა Anelik, ხოლო მესამეზე - "ბისტრაია პოჩტა".