საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში, 74.7 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი შემოვიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცამებს 23.2 პროცენტით აღემატება.
ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა 9.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა რუსეთიდან, უკრაინიდან - 1.3 მლნ აშშ დოლარით, საბერძნეთიდან - 1 მლნ აშშ დოლარითდ ასევე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდანაც.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.8 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც მსგავსი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 88.3 პროცენტი მოდიოდა.
მიმდინარე წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 74.7 მლნ აშშ დოლარის გზავნილი განხორციელდა, აშშ-დან და უკრაინიდან - 5.5-5.5 მლნ აშშ დოლარის, საბერძნეთიდან - 5 მლნ აშშ დოლარი.
ამასთან, აპრილში საქართველოში იტალიიდან 3.9 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, თურქეთიდან - 2.5 მლნ აშშ დოლარის, ესპანეთიდან - 1.8 მლნ აშშ დოლარის, ხოლო ისარელიდან - 1.1 მლნ აშშ დოლარის გზავნილი.