"საქართველოს ბანკმა" Visa FIFA Card-ის მფლობელები დააჯილდოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, პროექტის ფარგლებში სულ 100 გამარჯვებული გამოვლინდა.
პირველი ადგილის მფლობელს სუპერ პრიზი გადაეცა - საგზური სამხრეთ აფრიკაში, რომელიც 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე დასასწრებად ორ ბილეთს და სასტუმროსა და ავიაბილეთებს მოიცავს.
99 გამარჯვებული FIFA-ს 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური აქსესუარით დასაჩუქრდება.
პროექტი "საქართველოს ბანკმა" Visa International-თან ერთად განახორციელა. იგი მიმდინარე წლის 5 მარტს დაიწყო და 2 თვე გრძელდებოდა. შემუშავდა ახალი, Visa Electron-ის ტიპის ბარათი - Visa FIFA card. ის მომხმარებლები დაჯილდოვდნენ, ვინც ყველაზე ხშირად გამოიყენა Visa FIFA ბარათი სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში და 20 ლარის ან მეტი მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა.