"იმ შემთხვევაში თუ რუსულ ჯარში საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელების ფაქტი დადასტურდა შესაბამისი უწყებები მოსალოდნელი საფრთხის ანალიზს გააკეთებენ", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძე განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება, ამიტომ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარებს.
"ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება უკვე მიმდინარეობს და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში შესაბამის უწყებები საფრთხის ანალიზის გააკეთებენ", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსული სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ჯარში საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება, სადაც ქართული შეიარაღებული ძალების დისლოკაციის და მისის სისუსტეების შესახებაა საუბარი.