საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში უკანონოდ მყოფ ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ დროისთვის პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებში 2000-მდე ქართველი იმყოფება, რომლებიც არალეგალურად გადავიდნე ქვეყნის ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ პოლონეთი საემიგრაციო ბანაკებს დახურვას განაგრძობს, მაშინე ეს ქართველებსაც შეეხებათ. ამიტომ საგარეო უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი საემიგრაციო ბანაკების დახურვას გეგმავს, რის შემდეგაც იქ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დეპორტი განხორციელდება.