საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გია ჭანტურია საპატრიარქოს, პირველ არხზე დებატების გამართვის ნაცვლად, "მოამბის" საეთერო დროს დათმობას სთავაზობს. ეს შეთავაზება ჭანტურიამ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ტელევიზიაში რემონტი მიმდინარეობს, შესაბამისად, საპატრიარქოს დებატებისთვის სტუდიას ვერ დაუთმობენ, თუმცა საპატრიარქოს პოზიციების დასაფიქსირებლად მოამბის საეთერო დროს სთავაზობენ.
როგორც იგი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ უკვე ესაბურა საპატრიარქოს წარმომადგენლებს.
",საპატრაირქოს წარმოამდგენლებს პირობაც მივეცი, რომ გამოვნახავ რაღაც რესურს, რომ მათ დრო დავუთმოთ. ამ საკითხზე არანაირი ოფიციალური წერილი, მიმართვა თუ მოთხოვნა არ მიმიღია. წარმომადგენლებს ვესაუბრეთ და მზად ვართ თანამშრომლებისვის. პრობლემას ვერ ვხედავ და თუ ვიღაცას უნდა ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია ისევ არხთან დაკავშირებით, არც საპატრიარქოს პრობლემაა და არც ჩვენი,~ - აცხადებს ჭანტურია.