მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთების შემდეგ იგი ინგლისური "ბი-ბი-სი პარლამენტის" ანალოგი იქნება. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ დღეს განახლებული არხის კონცეპტუალური ხედვა წარმოადგინა, თუ როგორი უნდა იყოს განახლებული მეორე არხი, როგორ უნდა მოხდეს ამ არხზე პარლამენტის მუშაობის დეტალური განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეთერის დროის დათმობა კვალიფიციური პარტიებისთვის და აშ.
"ეს კონფცეფცია ძალიან საინტერესოა, წარმოდგენილი ხედვა ახლოს დგას ისეთი არხების მოდელთან, როგორიც ინგლისური "ბი-ბი-სი პარლამენტი," - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, წარმოდგენილი კონფეცია კარგი საწყისი მასალაა მუშაბის გაგრძელებისთვის, მუშაობა კი გაგრძელდება.
ბაქრაძის თქმით, რეფორმირებული მეორე არხის საეთერო დროის გამოყენების თანაბარი დრო და საშუალება, კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიციურად ითვლება ის პარტია, რომელსაც უკანასკნელ არჩევნებზე გარკვეული შედეგი აქვს და იღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას.