დღეს, 17 მაისს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ-ტაიპ ერდოღანი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ერდოღანი ბათუმში ჩავა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც. იქვე საააკაშვილის და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დღესვე ერდოღანი ბათუმში სასტუმრო "შერატონსაც" დაათვალიერებს. დაგეგმილია ოფიციალური ვახშამიც.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი საღამოს ბათუმში კონცერტსაც დაესწრება.
ერდოღანის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.