ხვალ, 17 მაისს, 13:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართება.
ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მედიას საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსულ განცხადება/საჩივრებს გააცნობს და ასევე ცესკოს მიერ თითოეულ განცხადება/საჩივარზე გაწეულ რეაგირებას წარუდგენს.