საქართველოს ხვალ სამუშაო ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ-ტაიპ ერდოღანი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ერდოღანი ბათუმში ჩავა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც. იქვე საააკაშვილის და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ამასთან, ხვალ ერდოღანი ბათუმში სასტუმრო "შერატონსაც" დაათვალიერებს. დაგეგმილია ოფიციალური ვახშამიც.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ საღამოს ბათუმში კონცერტსაც დაესწრება.
ერდოღანის ვიზიტი საქართველოში ხვალვე სრულდება.