დღეს, ისანში, "ალიანსი საქართველოსთვის", მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე მოსახლეობას შეხვდა და ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ჩიხრაძემ მოსახლეობის პრობლემები პირადად მოისმინა.
მისი თქმით, ადგილობრივებს კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. კერძოდ, სახლების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ წყლის და გაზის გადასახადები მოხმარებულზე მეტი მოსდით.
"აქ რაც გამოიკვეთა გარდა ავარიული სახლებისა, არსებობს გაურკვეველი წარმოშობის გადასახადები, რომლებიც ყოველთვის გარჩევის საგანი იყო", - განაცხადა ჩიხრაძემ.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში "ალიანსის" წევრი მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.