"მომავალი საქართველოს" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე რუსთაველის გამზირზე "ლაღიძის წყლების" და რესტორან "ნიკალას" გაუქმებას აპროტესტებს. ამის შესახებ ლაღიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ასეთი მეთოდებით თბილისის ტრადიციების დავიწყებას უწყობს ხელს. ლაღიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, მაგრამ ეს თბილისის საუკუნოვანი ტრადიციების დანგრევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
თბილისის მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში "ლაღიძის წყლების" და რესტორან "ნიკანალას" აღდგენას გეგმავს.
"ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, მე აღვადგენ "ლაღიძის წყლებს" და რესტორან "ნიკალას." ეს ჩვენი ტრადიციებია, რაც არ უნდა დაიკარგოს და ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს", - განაცხადა ლაღიძემ