"ნაციონალურო მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ისანი-სამგორის რაიონში, ხვიჩა სანაია დღეს მოსახლეობას შეხვდა.
სანაიამ ამომრჩევლებს პრიორიტეტები და გამარჯვების შემთხვევაში დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებები გააცნო.
როგორც მან განაცხადა, მთავრი პრიორიტეტი ავარიული სახლების შეკეთებაა.
"ძირითადი პრობლემა, რაც ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობას აწუხებს, ავარიული სახლებია, ასევე რიგ ადგილებში მოსაწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები~, - განაცხად საიანაიმ.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, იგი აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.