საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრე კვაშნიევსკის შეხვდა.
შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ ალექსანდრე კვაშნიევსკის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პროცესში მიღწეული პროგრესის, რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ამასთან, თავის მხრივ კვაშნიევსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა და მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატში გამართული შეხვედრების დროს.