მასობრივი არეულობები ბეთლემში. ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ებრაულ სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას 50-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელებმა ებრაელი ჯარისკაცების მიერ მოკლული 21 წლის სურურ აბუ სურური დაკრძალეს.