საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ევროპის სახლში" დღეს ევროპული დებატები გაიხსნა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკიც ესწრება.
პრეზიდენტი დებატების გახსნისას პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტს მიესამა და აღნიშნა "ის ჩემი მეგობარია და მოხარული ვარ, რომ მას დებატებზე ვხედავ".
"საქართველომ ევროპას არ უნდა შეხედოს, როგორც რაიმე ძნელად მისაღწევ მიზანს და ევროპამაც უნდა დაინახოს, თუ როგორ სჭირდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ევროპული დებატები თემა "ევროპის მომავალი და საქართველოს ევროინტეგრაციაა", რომლზეც ქართული მხარე სახელწოდებით - "ევროპის მომავალი და კავკასია" გამოდის.
"მე ღამით ჩამოვედი თბილისში და მოვიხიბლე განათებული თბილისით. მოწვევისთვის მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია და ველოდები მისგან მოწვევას ბათუმშიც", - განაცხადა კვასნევსკიმ დებატებზე სიტყვით გამოვლისას.