პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი თბილისში შეხვედრებს მართავს.
ალექსანდრ კვასნევსკი სახელმწიფო კანცელარიაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს შეხვდება. შემდეგ იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრება და გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს შეხვედრას.
ალექსანდრ კვასნევსკის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
ალექნადრ კვასნევსკიმ 1995 წელს გამართუ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე ლეხ ვალენსა შეცვალა.
იგი ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა.