ხვალ, 15 მაისს, 11:30 საათზე, მთავრობის კანცელარიაში (XII სართული) ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე უკრაინის დელეგაციას შეხვდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ვიცე-პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან გავლენიანი უკრაინელი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.
ხვალვე, 15:00 საათზე, ბარამიძეEმონაწილეობას მიიღებს ევროპის სახლში დაგეგმილ ევროპულ დებატებში, რაც ევროპის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.