14 მაისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები შიდა ქართლს ეწვივნენ. შეხვედრა შედგა ქალაქ გორში ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საოლქო საარჩევნო კომისიების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისისა და მედიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მთავარი მიზანი წინასაარჩევნო მზადებისა და გეგმების გაცნობა იყო. ვიზიტის დროს ცესკოს თავმჯდომარე ადგილობრივი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას გაეცნო. განხილული იყო ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესი, რეგიონებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხები, თუ მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი.
საარჩევნო კომისიამ რეგიონებში ვიზიტები 2 მარტიდან დაიწყო და შიდა ქართლში ვიზიტამდე, შეხვედრები კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან შედგა. ცესკო აგრძელებს რეგიონულ ვიზიტებს და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველა რეგიონს ეწვევიან.