მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციასთან დღეს ხმაური იყო.
პროგრამა "კარდაკარის" ფარგლებში დასაქმებული 100-მდე ადამიანი ზურაბ ნოღაიდელის პარტიას კუთვნილ ხელფასებს სთხოვს. მათი განმარტებით, მათ უკვე ორი თვეა ატყუებენ და არავითარი თანხა არ აუღიათ.
დავალიანება ერთ ადამიანზე საშუალოდ 100 ლარია.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელფასები დაგვიანდა, თუმცა თვის შუა რიცხვებში გაიცემა.