ბელგიის ხელისუფლება დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ბრიუსელში საახალწლო ფეიერვერკი და სადღესასწაულო ღონისძიებები აღარ მოეწყობა. ამის მიზეზი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხე გახდა. გასულ კვირას ბრიუსელის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ 2 პირი დააკავა, რომლებიც საახალწლოდ მასშტაბური ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.