საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხალხი საკუთარ არჩევანს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
თვითმართველობის არჩევნების შესახებ კომენტარი პრეზიდენტმა დღეს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ახლად გარემონტებული სასადილოს გახსნის შემდეგ გააკეთა.
"ეს არის ჩვენი უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ქალაქის მერია, განათლების სამინისტრო და პრეზიდენტი, რომ ერთმანეთს ჭამდნენ და გადაკიდებული იყვნენ, ეს არ გაკეთდებოდა. ეს არის მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგი. როცა 30 მაისს ხალხი გააკეთებს არჩევანს, ისინი თავიანთი არჩევანის შედეგებს სკოლაში, სამსახურში და ყველგან ნახავენ", -განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, პოლიტიკა ამ ყველაფერთან კავშირშია და ხალხი საკუთარი არჩევანს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.