"ალიანსმა" სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ დოკუმენტაცია გადასცა.
როგორც "ალიანსის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ პიტერ სემნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუემნტაციაში ქართულ მედიაში პოლიტიკური პროცესების გაშუქების კუთხით არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ, ოპოზიციის მომხრეებზე პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე და სხვა კანონდარღვევაზეა საუბარი.
ამასთან, მისივე განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც წინასაარჩევნო პროცესის, ისე უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურის დაკვირვების პროცესში, "რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ მათი არჩევანი იქნება კონფიდენციალური და ექნებათ არჩევანის თავისუფლება".
შეგახსენებთ, რომ პიტერ სემნები ოპოზიციის წარმომადგენლებს დილიდან ხვდება. შეხვედრები სასტუმრო "თბილისი მარიოტში" იმართება.