თბილისის საკრებულოს "ეროვნული საბჭოს" კანდიდატ კობა დავითაშვილის აზრით, სპეციალურ უბნებზე ხმების 100-ვე პროცენტის მობილიზებას ხელისუფლება მოახდენს.
"სპეცუბნებია ის უბნები, საიდანაც ხელისუფლება ხმების 100 %-ს იღებს", - განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ პიტერ სემნებთან შეხვედრის შემდეგ და აქვე განმარტა, რომ შეხვედრის საუბრის თემას სწორედ სპეციალური უბნების საკითხი წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ პიტერ სემნები, რომელბიც მორიგი ვიზიტით საქართველოს უკვე რამდენიმე დღეა სტუმრობს, დღეს დილიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. უფრო კონკრეტულად, მან თბილისის მერობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ გია ჭანტურიასა და "ალიანსის" წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.