იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დაშლისთვის სამართლებრივი გზების გამოსაკვეთად პოლიტიკური ძალების ლიდერებმა ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
თავისუფალი დემოკრატები საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან. განცხადება შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ გააკეთა და თქვა, რომ ამ ინიციატივაზე სპეცილური ჯგუფი იმუშავებს.
„აქ პოლიტიკურ ალიანსზე არანაირი საუბარი არ არის, პოლიტიკური ვალდებულება არავის აუღია. აქ ვართ უბრალოდ შეწუხებული მოქალაქეები, რომელსაც გვინდა, რომ ის პროცესები, საითკენაც მიყავს ხელისუფლებას, შევაჩეროთ. დასახვეწია კანონმდებლობა და ცვლილებები იქნება აუცილებელი. იყო სხვა წინადადებებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს და ამ ჯგუფში ჩვენი წარმომადგენელიც არის,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.
ადვოკატთა ასოციაციაში საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დაშლისთვის სამართლებრივი გზების გამოსაკვეთად შეხვედრა ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიგეგმა.