ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ოპოზიციის ლიდერებსა და თბილისის მერობის კანდიდატებს ხვდება.
შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს დილიდან მიმდინარეობს. სემნები უკვე შეხვდა "ქრისტიან-დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას, ამ წუთებში კი "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატ ზვიად ძიძიგურთან მართავს შეხვედრას.
საუბარი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში მორიგი ვიზიტით უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. მისი შეფახებით, საარჩევნო გარემო წინა არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია.