ამ ეტაპზე საქართველოში H1N1 ვირუსის გამო კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განუცხადა.
"კარანტინი ცხადდება მაშინ, როცა ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა. მისი პრევენციის მიზნით გამოცხადება არ შეუძლება. საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით ჯერ მხოლოდ 27 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან გამომდინარე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს", - განუცხადა კვიტაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსის გამო უკრაინის მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასაპირებს.