ხვალ, 14 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები შიდა ქართლს ეწვევიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ხარატიშვილი გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის საოლქო საარჩევნო კომისიების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ოფისისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე იმყოფებოდნენ.