ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს დამასკოზე თავდაუსხმელობას დაჰპირდა.
იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კონტაქტები არ არსებობს, ასადს სამშვიდობო გზავნილი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ მორატინოსმა გადასცა.
სირიასა და ისრაელს შორის უკანასკნელი კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც 2010 წლის აპრილში გაცხადდა, რომ დამასკო მოძრაობა "თალიბანს" "სკადის" რაკეტებს აწვდიდა.
ისარელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერბრძოლები სირიის ტერიტორიიდან შეუტევდნენ, იერუსალიმი დამასკოზე დარტყმით უპასუხებდა.